ლუკა პოლარე იწყებს საგანმანათლებლო სასტიპენდიო პროგრამას, რომლის მიზანია ჩვენი თანამშრომლების პროფესიული და აკადემიური განვითარების მხარდაჭერა.
პროგრამა შექმნილია იმ სტუდენტი თანამშრომლების მხარდასაჭერად, რომლებიც პარალელურად აგრძელებენ სწავლას და კარიერულ განვითარებას ჩვენს გუნდში.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული სტუდენტის უკან დგას მიზანი და ოცნება, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ ვცდილობთ ვიყოთ მათ გვერდით განათლების გზაზე.
პროგრამა მოიცავს როგორც უკვე არსებულ თანამშრომლებს, ასევე ახალ წევრებს, რომლებიც მომავალში შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს.
აგვისტოს ბოლოს შეირჩევიან მონაწილეები, რომლებსაც ახალი სასწავლო წლიდან მიენიჭებათ სტიპენდია.
პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- კანდიდატი იყოს ლუკა პოლარეს თანამშრომელი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში
- (ახალი თანამშრომლების შემთხვევაში, მინიმუმ 3 თვე + მოქმედი შრომითი კონტრაქტი)
- სტუდენტის შემთხვევაში აკადემიური მოსწრება უნდა შეადგენდეს მინიმუმ A ან B დონეს
- თუ კანდიდატი პირველკურსელია ან ჯერ არ აქვს დასრულებული სემესტრი, გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდების შედეგები
- საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გათვალისწინდება თანამშრომლის დისციპლინა, პუნქტუალურობა, სამუშაო გარემოში ქცევა და მენეჯერის უკუკავშირი.
შერჩევის პროცესი:
განაცხადების მიღება ხდება Google ფორმის საშუალებით
კანდიდატები გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ შეფასებას
ახალი თანამშრომლების შემთხვევაში შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ
ერთი სკუპით ახლოს შენს მომავალთან!


